The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი აბზიანიძე

გიორგი აბზიანიძე
დაბადების თარიღი:23 მაისი, 1907
გარდაცვ. თარიღი:6 აპრილი, 1976  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1929 წელს.

1935 წლიდან მუშაობდა ლიტერატურული მუზეუმის სწავლულ მდივნად; შემდგომ  რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში ახალი ქართული ლიტერატურის განყოფილების ხელმძღვანელად; წლების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ახალი ქართული ლიტერატურის კურსს; უმთავრესად იკვლევდა XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურისა და საზოგადოების აზროვნების საკითხებს. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1965).

წყარო: საქართველო:ენციკლოპედია:ტ.1.-თბ.,1997.-გვ.29

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1969 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: