The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანდრია აბრამიშვილი

დაბადების თარიღი:10 აპრილი, 1910
გარდაცვ. თარიღი:10 ოქტომბერი, 1983  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, მკვლევარი, ჟურნალისტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: გურჯაანის რაიონი, სოფელი ბაკურციხე.

დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ლინგვისტ–კავკასიისმცოდნის სპეციალობით 1939 წელს.

1933 წელს დამთავრა გურჯაანის პედაგოგიური ტექნიკუმი; მუშაობდა ლენინგრადის მ. სალტიკოვ–შჩედრინის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში; 1941 წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში; იმავე წელს მოხალისედ  წავიდა მეორე მსოფლიო ომში(1941-1945); 1946 წელს ისევ ასპირანტურაში დაბრუნდა; 1949-1974წწ. ლენინგრადის მ. სალტიკოვ–შჩედრინის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის განყოფილების გამგე; იკვლევდა წიგნთმცოდნეობის, ლიტერატურათმცოდნეობის, ლიტერატურული ერთიერთობების, ბიბლიოგრაფიის საკითხებს; ქართული წიგნის ისტორიის მკვლევარი, ბიბლიოგრაფი, ლიტერატურათმცოდნე. მიღებული აქვს საბრძოლო ჯილდოები.

დისერტაცია თემა - "ქართული წიგნების ბეჭდვა საქართველოს საზღვრებს გარეთ(რომი და მოსკოვი)", დაიცვა 1948 წელს.

წყარო: საქართველო:ენციკლოპედია:ტ.1.-თბ.,.-1997.-გვ.32

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: