The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუსუდან ადამია

რუსუდან ადამია
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1952  (72 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის  პედიატრიული ფაკულტეტი 1974 წელს.

1974 წლიდან მუშაობს ინფექციური პათოლოგიის ცენტრში. ავტორია 29 სამეცნიერო ნაშრომის ინფექციური დააბადებების, ვირუსული ჰეპატიტების პრობლემებზე.  ექიმი–ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "B ჰეპატიტის სეროლოგიური მარკერების გავრცელება და კლინიკური დახასიათება თბილისის სამედიცინო პერსონალში".

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.12

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეპიდემიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ინფექციონისტთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • უმაღლესი კატეგორიის ექიმი

გააზიარე: