Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაზა ავალიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს. 1986–1988წწ. იყო სამხედრო ექიმი(აზერბაიჯანის სსრ); 1988–1995წწ. სეფსის სანიტარული ცენტრის ექიმი–პათოლოგანატომი; 1995–1998წწ. პათანატომიის კათედრის ასისტენტი; 1998 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის N1 კლინიკის ექიმი–პათოლოგანატომი; 1999 წლიდან – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სასწავლო–მეთოდური სამმართველოს უფროსი. ავტორია 19 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ორგანიზმზე მავნე აგენტების ზემოქმედების მატერიალური სუბსტრატის საკითხებს. არის ექიმ–პათანატომი, მედიცინის მეცნიერებეთა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ქერქის სენსორულ–მოტორული ზონის ნეიროციტების იშემიური ცვლილებების მოლეკულური საფუძვლები ექსპერიმენტში", დაიცვა 1998 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.12 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |