Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შიხარხან ავალიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ყაზახეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 1972–1978წწ. იყო ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1978–1980წწ. კლინიკური ორდინატორი; 1980–1083წწ. მოსკოვში, საკავშირო კარდიოლოგიური სამეცნიერო ცენტრის ასპირანტი; 1983–1988წწ. ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის თერაპიისა და კარდიოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1988 წლიდან ამავე კათედრის დოცენტია. ავტორია 15 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებს. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ვერაპამილის ზემოქმედება მიოკარდის მწვავე ინფარქტის დროს დაავადების მიმდინარეობასა და დაზიანების კერის ფართობზე", დაიცვა 1984 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.13 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |