შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ აბაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 1995 წელს; სამართლისა და პოლიტიკის ფაკულტეტი, მანჩესტერ სითის კოლეჯი, მანჩესტერი, დიდი ბრიტანეთი (1993-1995). 1996-1998 წწ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსის თანაშემწე; 1998-2000 წწ. საქართველოს უშიშროების საბჭოს მრჩეველი; 2000 წელს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნი; 2004-2005 წწ. იუსტიციის მინისტრის მოადგილე; იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი; 2005-2007 წწ. სხვადასხვა დროს იყო: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრი, მინისტრი საგანგებო დავალებათა საკითხებში, მთავრობის აპარატის უფროსი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე; 2007-2008 წწ. საქართველოს კონტროლის პალატის გენერალური ინსპექციის უფროსი; 2009-2010 წწ. პოლიტიკური პარტია "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი; 2010-2012 წწ. ქ. თბილისის მე-4 მოწვევის საკრებულოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ალიანსი საქართველოსთვის", საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №6 სამგორის საარჩევნო ოლქიდან; იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი; 2017-2021წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში; 2021 წლიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მე-8 მოწვევის საკრებულო, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარი, თავმჯდომარის მოადგილე. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.56; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ. 23 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |