The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბაქარ გიგინეიშვილი

ბაქარ გიგინეიშვილი
დაბადების თარიღი:16 მარტი, 1933  (91 წლის)
გარდაცვ. თარიღი:20??
კატეგორია:ენათმეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1956 წელს.

მისი ძირითადი შრომები ეხება ქართველურ შედარებით ენათმეცნიერებასა და ეტიმოლოგიას, კავკასიურ ენათმეცნიერებას, ძველი ქართული ენასა და ფილოლოგიას, ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერების მეთოდიკას. ავტორია მონოგრაფიისა: "დაღესტნური ენების შედარებითი ფონეტიკა", ერთ-ერთი გამომცემელი X საუკუნის უმნიშვნელოვანესი ძეგლების-"შატბერდის კრებულისა" და ბიბლიის ძველი ქართული თარგმანებისა. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1975). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1.–თბ., 1997.–გვ.614

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: