შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოგი ალექსიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ლენინგრადის რიმსკი-კორსაკოვის სახელობის კონსერვატორია 1967 წელს. 1965-1972წწ. იყო პედაგოგი, დოცენტი; 1965-1972წწ. ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრის კამერული ბალეტის ხელმძღვანელი; 1972-1980წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ბალეტმაისტერი, 1980-1983წწ. ქ. პერმის პ. ჩაიკოვსკის სახელობის თეატრში მთავარი ბალეტმეისტერი; 1983-1985წწ. ლენინგრადის კონსერვატორიის მუსიკალურ თეატრში მთავარი ბალეტმაისტერი; 1985 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი ბალეტმაისტერი; 1985-1988წწ. თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელი და გამგეობის თავჯდომარე. დადგმული აქვს 150 სპექტაკლი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი.-თბ., 1996-97.-გვ.16; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 1997. - გვ.81 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |