The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოგი ალექსიძე

გოგი ალექსიძე
ოფიციალური სახელი:გიორგი ალექსიძე
დაბადების თარიღი:7 იანვარი, 1941
გარდაცვ. თარიღი:23 ივნისი, 2008  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:არტისტი, მოცეკვავე, პედაგოგი, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ლენინგრადის რიმსკი-კორსაკოვის სახელობის კონსერვატორია 1967 წელს.

1965-1972წწ. იყო პედაგოგი, დოცენტი; 1965-1972წწ. ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრის კამერული ბალეტის ხელმძღვანელი; 1972-1980წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ბალეტმაისტერი, 1980-1983წწ. ქ. პერმის პ. ჩაიკოვსკის სახელობის თეატრში მთავარი ბალეტმეისტერი; 1983-1985წწ. ლენინგრადის კონსერვატორიის მუსიკალურ თეატრში მთავარი ბალეტმაისტერი; 1985 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი ბალეტმაისტერი; 1985-1988წწ. თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელი და გამგეობის თავჯდომარე. დადგმული აქვს 150 სპექტაკლი. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი.-თბ., 1996-97.-გვ.16; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 1997. - გვ.81

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1989 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: