The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალენტინ გიგინეიშვილი

ვალენტინ გიგინეიშვილი
Date of birth:1 January, 1888
Date of death:10 August, 1979  (at 91 years)
Category:Geographer, Mathematician, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჯურუყვეთი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტი 1911 წელს.

მუშაობა დაიწყო გროზნოს რეალურ სასწავლებელში ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლად. 1917 წელს გადმოიყვანეს ბათუმის გიმნაზიაში, 1918 წელს კი თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში. 1926 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის გეოფიზიკურ ობსერვატორიაში. სხვადასხვა წლებში ლექციებს კითხულობდა ზოგად მეტეოროლოგიაში, უმაღლეს მათემატიკაში, სინოპტიკურ მეტეოროლოგიაში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტუტში, სოხუმის სახელმწიფო სუბტროპიკულ ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1929 წელს დაინიშნა საქართველოს გეოფიზიკური ობსერვატორიის სინოპტიკური განყოფილების გამგედ. 1930-1932წწ. საკავშირო ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის სამმართველოს განკარგულებით იგზავნება ჯერ მოსკოვში, შემდეგ კისლოვოდსკში სინოპტიკოსთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე. 1930-იან წლებში ინიშნება თბილისის ამინდის ინსტიტუტში დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში. 1936 წლიდან თბილისის ამინდის ბიუროს კონსულტანტია. 1948-1950წწ. შეთავსებით მუშაობდა გეოგრაფიის ინსტიტუტში, ამუშავებდა ატმოსფეროს ცირკულაციის რეგიონალურ საკითხებს. მას ეკუთვნის 60-მდე სამეცნიერო ნაშრომი. ძირითადი შრომები აქვს სინოპტიკური მეტეოროლოგიისა, აგრეთვე სეისმოლოგიის დარგში. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1960), ქართველი გეოფიზიკოსი, ქართული სინოპტიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფიონები და მათთან დაკავშირებული განსაკუთრებული თვისებები ჰაერის მიწისპირა ცირკულაციისა საქართველოში", დაიცვა 1951 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საშიში მოკლე მეტეოროლოგიური მოვლენების წარმოშობა აღმოსავლეთ საქართველოში", დაიცვა 1959 წელს (ქ. მოსკოვი).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1.–თბ., 1997.–გვ.614; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.77-78

Awards and Honors

  • 1966 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის მედალი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Bibliography


Share: