The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონა გიგინეიშვილი

კონა გიგინეიშვილი
დაბადების თარიღი:6 მაისი, 1902
გარდაცვ. თარიღი:7 იანვარი, 1976  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია 1920 წელს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1929 წელს.

პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში. იყო ქართული ენის კათედრის გამგე. პარალელურად ლექციებს კითხულობდა ქუთაისის პედაგოგიურ, თბილისის თეატრალურ და უცხო ენათა ინსტიტუტებში; 1954–1966წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერებათა ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების მეცნიერ თანამშრომლად, როგორც სარედაქციო კომისიის წევრი და რედაქტორი იგი მონაწილეობდა დარგობრივი (ტექნიკის, მეტალურგიის, ფიზიკის, ელექტრონიკის, სასოფლო-სამეურნეო, იურიდიული, გეოგრაფიის)  სამეცნიერო ტერმინოლოგიის შემუშევებაში. 1966 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ქართული ენიცკლოპედიის სალიტერატურო კონტროლის რედაქციაში უფროს სამეცნიერო რედაქტორად და სატრანსკრიფციო ჯგუფის ხელმძღვანელად. შეიმუშავა ბერძნული და ლათინური(პირთა და გეოგრაფიის) სახელების ქართულად გადმოცემის წესები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერვე შედგენილ ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონს, რომელიც აღიარებულია ნორმატიულ სახელმძღვანელოდ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1.–თბ., 1997.–გვ.614; ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.115


გააზიარე: