The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლელა ალიბეგაშვილი

ლელა ალიბეგაშვილი
დაბადების თარიღი:30 ოქტომბერი, 1962  (61 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი 1986 წელს.

1986 წლიდან არის რუსთაველის თეატრის მსახიობი. გადაღებულია ფილმებში: "ამბავი სურამის ციხისა" (1984), მოცეკვავე გოგონა, თხა – "სიბრძნე სიცრუისა" (1991) ;"არაბესკები ფიროსმანის თემაზე" (დოკუმენტური ფილმი), "სიბრძნე სიცრუისა"; თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე განასახიერა ბედისწერა, უცნობი ("კარმენი’"); მიღებული აქვს პრემიები და პრიზები: "სეზონის საუკეთესო სცენური ნაწარმოები" ლილიენის როლის შესრულებისათვის რუსთაველის თეატრის სპექტაკლში "საშობაო სიზმარი", რეჟისორი რ. სტურუა (1994); გრან-პრი, "ოქროს ნიღაბი" ("მაკბეტი", 1996 წ.); პრიზი ქალის როლის (ნია) საუკეთესო შესრულებისათვის სპექტაკლში "მერე რა, რომ სველია სველი იასამანი" (1997); პრიზი ქალის როლის (ნია) საუკეთესო შესრულებისათვის სპექტაკლში "მერე რა, რომ სველია სველი იასამანი" (1998), რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი "ოქროს ნიღაბი"; პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ("მარია კალასი. გაკვეთილი", 2014 წ.); თეატრალური პრემია "დურუჯი“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ("მარია კალასი. გაკვეთილი", 2014 წ.); გატაცებულია მუსიკით, კითხვითა და ცეკვით.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი.-თბ., 1996-97.-გვ. 18; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1994 - პრემია "სეზონის საუკეთესო სცენური ნაწარმოები", ლილიენის როლის შესრულებისათვის სპექტაკლში "საშობაო სიზმარი"

გააზიარე: