შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ ჯორბენაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს. 1974-1975წწ. იყო თბილისის კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ინტერნი; 1975-1976წწ. 29-ე პოლიკლინიკის ექიმი-თერაპევტი; 1976-1978წწ. სსრკ შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილის ექიმი; 1978-1986წწ. თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს რენტგენოლოგი-თერაპევტი; 1986-1992წწ. თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის ჯანდაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1992-1995წწ. საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილე; 1995-2001წწ. საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი; 2001-2003წწ. სახელმწიფო მინისტრი. არის გამოგონებისა და 6 გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-99. - გვ. 440; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.59 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |