შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ გიორგობიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1942 წელს. 1954 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში; 1945 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში; მას ეკუთვნის პლაკატები: "ახალგაზრდობა ჩვენი იმედი" (1954), "1945-1985" (II მსოფლიო ომში გამარჯვების 40 წლისთავთან დაკავშირებით), "ი. შარმელანი" (1956, პორტრეტი), "მ. თოიძე" (1956, პორტრეტი); მხავრულად გააფორმა – ნ. ლორთქიფანიძის "რჩეული ნაწერები" (1953), ლ. მენაბდის "სულხან–საბა ორბელიანი" (1954), ი. ჯორჯაძის "საქართველოს სამხედრო ხელოვნების ისტორია" (1987); მოხატა საქართველოს ხუროთმოძღვრული ძეგლები: "ანანურის ეკლესია" (1983), "ტიმოთესუბნის ტაძარი" (1985); შქმნა თემატური სურათები, მათ შორის – "ჰიმნი საქართველოს" (1950); გრაფიკოსი, პროფესორი (1970). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.34 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |