The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ გიორგობიანი

დაბადების თარიღი:28 აგვისტო, 1914
გარდაცვ. თარიღი:28 თებერვალი, 1990  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1942 წელს.

1954 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში; 1945 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში; მას ეკუთვნის პლაკატები: "ახალგაზრდობა ჩვენი იმედი" (1954), "1945-1985" (II მსოფლიო ომში გამარჯვების 40 წლისთავთან დაკავშირებით), "ი. შარმელანი" (1956, პორტრეტი), "მ. თოიძე" (1956, პორტრეტი); მხავრულად გააფორმა – ნ. ლორთქიფანიძის "რჩეული ნაწერები" (1953), ლ. მენაბდის "სულხან–საბა ორბელიანი" (1954), ი. ჯორჯაძის "საქართველოს სამხედრო ხელოვნების ისტორია" (1987); მოხატა საქართველოს ხუროთმოძღვრული ძეგლები: "ანანურის ეკლესია" (1983), "ტიმოთესუბნის ტაძარი" (1985); შქმნა თემატური სურათები, მათ შორის –  "ჰიმნი საქართველოს" (1950); გრაფიკოსი, პროფესორი (1970).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.34

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: