შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იზა გიგოშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1963 წელს. 1963–1967წწ. იყო თბილისის რუსთაველის თეატრის მსახიობი; 1967–1969წწ. კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი, 1969 წლიდან კვლავ რუსთაველის თეატრშია. 1997 წელს დააარსა სამეფო უბნის თეატრი. ი. გიგოშვილის თამაში გამოირჩევა სინატიფით, პლასტიკით, მოხდენილობითა და გარდასახვის უნარით; შექმნა მომხიბლავი და გულწრფელობით აღსავსე თავგანწირულ, შეუპოვარ ქალთა სახეები: ძაბული(კ. გამსახურდიას "მთვარის მოტაცება"), კაბილა (ა. დე მიუსეს "სიყვარული სახუმარო არ არის"), ჰერმია (უ. შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარი"), ქსენია (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), ნატო(ა.ჩხაიძის "ხიდი"), გრუშე ვაჩნაძე(ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე"), ზიტა(გ.ლესინგის "ნათან ბრძენი"), შუშანიკი(ი. ცურტაველის "შუშანიკის მარტვილობა"), თამარი(კ. გოლდონის "მშვენიერი ქართველი ქალი") და სხვ. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1.–თბ., 1997.–გვ.615 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |