The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯუმბერ ჯიქია

ჯუმბერ ჯიქია
დაბადების თარიღი:12 ოქტომბერი, 1950  (68 წლის)
კატეგორია:მოქანდაკე, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. რუსთავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების განყოფილება 1974 წელს.

მონაწილეობდა ქანდაკების საერთაშორისო კონკურსებში: "ტრადიცია და ძიება", "ფანანო არტე", "ზამთრის სალონი". თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი, გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტის ქანდაკების კათედრის გამგე. თბილისში მისი ნამუშევრები მოიცავს ოლივერ და მარჯორი უორდროპის ძეგლს, რომელიც 2015 წლის 18 ოქტომბერს, თბილისობაზე გაიხსნა; ასევე, 2018 წლის 22 ივნისს, ვაკის რაიონის გამგეობის წინ მდებარე, ვაცლავ ჰაველის სახელობის პარკში გაიხსნა ჰაველის ძეგლი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა მარტინ სტროპინიკმა გახსნა. მას ეკუთვნის აგრეთვე ვალერი ჯიქიასთან ერთად შესრულებული ათათურქის კოლოსალური ქანდაკება ართვინში. მიღებული აქვს ჯილდოები, მათ შორის "ფანანო არტეს" I ხარისხის პრემია (ქ. ფანანო, იტალია, 1985), ოქროს მედალი (ვარშავა, პოლონეთი, 1986), ოქროს მედალი (პარიზი, საფრანგეთი, 1994).

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: www.parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მოქანდაკეთა შემოქმედებითი ცენტრი "კირბები", პრეზიდენტი (1990-)

გააზიარე: