Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბონდო ჯიქია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჭაქვინჯი, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სუპტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი 1961 წელს. მუშაობდა პარტიულ-სამეურნეო-საპასუხისმგებლო თანამდებობებზე: 1961-1964წწ. "საქსოფლტექნიკის" ზუგდიდის რაიონული გაერთიანების ინჟინერ-მექანიკოსი, მმართველის მოადგილე, ენგურის ქაღალდკომბინატის სატრანსპორტო განყოფილების გამგე; 1988-1989წწ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის განყოფილების გამგე; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1992 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; 1993-2003წწ. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-99. - გვ.439; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.192; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.427 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |