The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მურმან ჯინორია

მურმან ჯინორია
დაბადების თარიღი:21 თებერვალი, 1947  (78 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1970 წელს და  შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (მ. თუმანიშვილის სახელოსნო) 1975 წელს.

1975-1982 წწ. იყო კინომსახიობთა თეატრის მსახიობი; 1975 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი; 1983 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი; 1996 წლიდან ვ. ანჯაფარიძის ერთი მსახიობის თეატრის მსახიობი. 1995 წლიდან არის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მსახიობის ოსტატობისა და მეტყველების პედაგოგი. შეასრულა 60-მდე როლი თეატრში, კინოში, სატელევიზიო დადგმებში და რადიოსპექტაკლებში. კინოდებიუტი შედგა ფილმში: "თვალი პატიოსანი" (შ. მანაგაძე, 1976, თამაზ იაშვილი). შეასრულა კინოს ენთუზიასტის სოსიკო ჩოლოყაშვილის როლი ფილმში: "სინემა" (ლ. ელიავა, 1977). მონაწილეობს ფილმებში: "გამოაღეთ ფანჯრები" (დ. აბაშიძეწ, 1981, კოტიკო), "მარადისობის კანონი" (ვ. კვაჭაძე, 1982, მამა იორამი), "ყვითელი ჩიტი" (ა. დარსაველიძე, 1983, მწირი), "სიკეთის ტელეფონი" (ა. ჭიაურელი, 1986), "ხარება და გოგია" (გ. შენგელაია, 1987, სიდამონიძე), "დანაშაული მოხდა" (ნ. მჭედლიძე, 1988, დიმიტრი), "გამოცხადება" (გ. მატარაძე, 1988, "ბესამე" (ნ. ახვლედიანი, 1989, კარტუზო), "ომი ყველასათვის ომია" (დ. აბაშიძე, დ. აბაშიძე, 1990), "კედელი" (ზ. ბუაძე, 1991), "ოქროს ობობა"(მ. ანთაძე, გ. ქავთარაძე, დ. კვარაცხელია., 1992), "ლეონარდო" (დ. ნაცვლიშვილი, 1993, მერაბი), "ჩაკლული სული"(ყ. მგელაძე, 1994), "ღამის ზარები" (გ. ლორთქიფანიძე, 1997, ლევანი), "ანთიმოზ ივერიელი" (გ. ჭოხონელიძე, 2001, ბრაბანტი), "სამი სახლი" (ზ. ურუშაძე, 2008) და სხვ. კინოსა და თეატრის მსახიობი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-1999. - გვ. 438; ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 229; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.geრუსთაველის ეროვნული თეატრი: rustavelitheatre.geპრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.142

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2023 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2011 - პრემია "საგურამო"
  • 1998 - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
  • საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემია

გააზიარე: