შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ გიოშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი 1959 წელს. 1959-1965წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკის სწავლული მდივანი; 1965-1966წწ. ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ მუშაკი; 1966-1986წწ. ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის სიტყვანისა და ბიბლიოგრაფიის რედაქციის წამყვანი სამეცნიერო რედაქტორი და ბიბლიოგრაფიის ჯგუფის ხელმძღვანელი; 1986 წლიდან სამეცნიერო კონტროლის რედაქციის გამგე; 2002 წლიდან სამეცნიერო სალიტერატურო კონტროლის, სიტყვანისა და ბიბლიოგრაფიის რედაქციის გამგე; გერმანულად თარგმნა "აკაკის ნაკვესები", რომელიც 1956 წელს დაიბეჭდა ბერლინში გაზეთ "ტრიბიუნე"–ში; ასევე თარგმნა სულხან–საბა ორბელიანის იგავ–არაკები; ავტორია ქართულ უნივერსალურ ენციკლობედიაში მრავალი სტატიისა; ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის გარდა მონაწილეობდა სხვადასხვა პერსონალური თუ დარგობრივი ენციკლოპედიების, ლექსიკონების, მონოგრაფიების რედაქტირებაში; ლექსიკოგრაფი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.35 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |