The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ გიოშვილი

ნოდარ გიოშვილი
დაბადების თარიღი:21 მარტი, 1935  (89 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, მთარგმნელი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი 1959 წელს.

1959-1965წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკის სწავლული მდივანი; 1965-1966წწ. ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ მუშაკი; 1966-1986წწ. ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის სიტყვანისა და ბიბლიოგრაფიის რედაქციის წამყვანი სამეცნიერო რედაქტორი და ბიბლიოგრაფიის ჯგუფის ხელმძღვანელი; 1986 წლიდან სამეცნიერო კონტროლის რედაქციის გამგე; 2002 წლიდან სამეცნიერო სალიტერატურო კონტროლის, სიტყვანისა და ბიბლიოგრაფიის რედაქციის გამგე; გერმანულად თარგმნა "აკაკის ნაკვესები", რომელიც 1956 წელს დაიბეჭდა ბერლინში გაზეთ "ტრიბიუნე"–ში; ასევე თარგმნა სულხან–საბა ორბელიანის იგავ–არაკები; ავტორია ქართულ უნივერსალურ ენციკლობედიაში მრავალი სტატიისა; ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის გარდა მონაწილეობდა სხვადასხვა პერსონალური თუ დარგობრივი ენციკლოპედიების, ლექსიკონების, მონოგრაფიების რედაქტირებაში; ლექსიკოგრაფი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.35

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1987 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი, ქართული უნივერსალური ენციკლოპედიის მომზადებასა და გამოცემისათვის

ბიბლიოგრაფია

  • [ილია II] : კრებული ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარესს ილია II აკადემიის საპატიო აკადემიკოსს აღსაყდრებიდან 30-ე და დაბადებიდან 75-ე წლისთავზე (რედაქტორი). - თბილისი, 2007. - 232 გვ.. - ISBN: 978-9941-9018-0-5

გააზიარე: