შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ჯიბუტი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შუა ამაღლება, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1977 წელს; 1980 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1979-1980წწ. იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხოლო 1985-1986წწ. სსრკ მეცნიერებათა აკადადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის სტაჟიორ-მკვლევარი; 1980-1992წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1981-1990წწ. თსუ დოცენტი; 1991-1994წწ. პროფესორი; საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში; 1992 წელს ეკონომიკური რეფორმების შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე; 04.11.1992-03.12.1992წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: პოლიტიკური ორგანიზაცია - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ), საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1992-1993წწ. საქართველოს ეკონომიკის მინისტრი; 1993-1994წწ. შპს მეტას მეცნიერ-კონსულტანტი; 1994-1995წწ. გარდამავალი პერიოდის ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: პოლიტიკური ორგანიზაცია - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ), საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2001-2002წწ. ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე; 2002 წელს თბილისის საკრებულოს წევრი; 2009 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სრული პროფესორი. არის 150-ზე მეტი ნაშრომის, მათ შორის 4 მონოგრაფიის ავტორი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში:ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-1999. - გვ.437; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.426 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |