The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ჯიბუტი

მიხეილ ჯიბუტი
Date of birth:11 April, 1954  (70 years)
Category:Economist, Public official, Scientist, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი შუა ამაღლება, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1977 წელს; 1980 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა.

1979-1980წწ. იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხოლო 1985-1986წწ. სსრკ მეცნიერებათა აკადადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის სტაჟიორ-მკვლევარი; 1980-1992წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1981-1990წწ. თსუ დოცენტი; 1991-1994წწ. პროფესორი; საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში; 1992 წელს ეკონომიკური რეფორმების შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე; 04.11.1992-03.12.1992წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: პოლიტიკური ორგანიზაცია - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ), საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1992-1993წწ. საქართველოს ეკონომიკის მინისტრი; 1993-1994წწ. შპს მეტას მეცნიერ-კონსულტანტი; 1994-1995წწ. გარდამავალი პერიოდის ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: პოლიტიკური ორგანიზაცია - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ), საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2001-2002წწ. ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე; 2002 წელს თბილისის საკრებულოს წევრი; 2009  წლიდან საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სრული პროფესორი. არის 150-ზე მეტი ნაშრომის, მათ შორის 4 მონოგრაფიის ავტორი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში:ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-1999. - გვ.437; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.426

Member of Organizations

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1992)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ეროვნულ-დემოკრატი", წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "სახალხო", წევრი (1997-1999)

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი

Bibliography


Share: