The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ჯიბლაძე

ალექსანდრე ჯიბლაძე
დაბადების თარიღი:19 დეკემბერი, 1949  (74 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, კრიტიკოსი, მწერალი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გოგაძეები, შუახევის რაიონი.

1972 წელს დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი; 1987 წელს ბაქოს უმაღლესი პარტიული სკოლა; 1998 წელს კი თბილისის სოციალურ-ეკონომიკური ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი იურისტის კვალიფიკაციით. ამავე დროს დაიცვა სამეცნიერო ხარისხი და მოიპოვა ფილოლოგიური მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. 2005 წლიდან არის ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. 

სხვადასხვა დროს მუშაობდა: 1967-1972წწ. ბათუმის მე-5 ტრესტის სამშენებლო კომბინატის მუშად; 1972-1973წწ. შუახევის საშუალო სკოლის მასწავლებლად, შემდგომ დირექტორის მოადგილედ; 1973-1974წწ. საბჭოთა არმიის ჯარისკაცია1974-1975წწ. ბათუმის ვაჭრობის ტექნიკუმის კომკავშირის კომიტეტის მდივანი; 1975-1979წწ. საქართველოს ალკკ შუახევის რაიკომის განყოფილების გამგე, მეორე მდივანი, პირველი მდივანი; 1979-1985წწ. საქართველოს ალკკ აჭარის საოლქო კომიტეტის განყოფილების გამგე, ინსტრუქტორი; 1985-1989წწ. საქართველოს კპ შუახევის რაიკომის მეორე მდივანი; 1989-1990წწ. შუახევის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1991-1992წწ. ბათუმის კოოპერაციული ინსტიტუტის ლექტორი, დეკანი, კათედრის გამგე; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "მშვიდობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 1999-2004 წლებში საქართველოს პარლამენტის მანდატურთუხუცესი. 2005-2006 წლებში მუშაობდა შპს ''საქართველოს რკინიგზის" კადრების სამმართველოს უფროსად; 2006-2015 წლებში საქართველოს რკინიგზის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში და ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში და ამავე ინსტიტუტის დირექტორად. 2012 -2015 წლებში იყო საქართველოს რკინიგზის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი. 2015 წლიდან არის საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი. ავტორია წიგნებისა და 60-ზე მეტი წერილის. გამოცემული აქვს წიგნები: "ასაფრენად გაშლილი ფრთები" - მოგზაურის ჩანაწერები (1992), "მამია ვარშანიძის შემოქმედება" (მონოგრაფია, 1998). სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული აქვს 150 -ზე მეტი პუბლიცისტური და კრიტიკული წერილი: მათ შორის დავით თედორაძის, ვახტანგ ღლონტის, ამირან ხაბაზის, ზურაბ ფირცხალაიშვილის, ჟუჟუნა ხაჯიშვილის, დავით ტაკიძის, ზურაბ ზოიძის შემოქმედების შესახებ. იბეჭდება ქართულ ჟურნალებში ("მნათობი", "ჭოროხი", "ცისკარი") და პერიოდულ პრესაში. რედაქტორია: მამია ვარშანიძის ("პოეზია"), მაყვალა ბერიანიძის ("უსახელო გენერალი"), დავით ზეიკიძის ("ლექსები") და სხვა წიგნებისა. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-1999. - გვ.437; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.426; საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.108

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მოქალაქეთა კავშირი, წევრი (1994-)
  • პოლიტიკური ორგანიზაცია "დედა საქართველო", თავმჯდომარე (1991-)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის მართლწესრიგისა და კანონიერების დაცვის კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მიწათმოქმედი", წევრი (1993-1995)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (1997-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (2018-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • I ხარისხის ორდენი
    ქვეყნის საზღვრის დაცვისათვის
  • აჭარის უზენაესი საბჭოს საპატიო სიგელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: