შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ ავალიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფი სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1972 წელს. 1976–1980წწ. იყო მცხეთის რაიონის სოფელ დიღმის პოლიკლინიკის ექიმი–პედიატრი; 1980 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა სნეულებათა პრობლემური კათედრის ასისტენტი; 1992 წლიდან ამავე კათედრის დოცენტია. ავტორია 55 სამეცნიერო ნაშრომის, ახალშობილთა და ჩვილ ბავშვთა სეფსისის პრობლემების შესახებ; ხელმძღვანელობს მ. გურამიშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკის ჩვილ ბავშვთა პათოლოგიის განყოფილებას. არის პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რკინადეფიციტური მდგომარეობა სეფსის დროს ჩვილი ასაკის ბავშვებში", დაიცვა 1984 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.13 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |