The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ აზიკური

ოთარ აზიკური
დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1935  (89 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ახმეტის რაიონი სოფელი ზემო ალვანი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1958 წელს.

1958–1960წწ. იყო ზნაურის რაისაავადმყოფოს ექიმი–ორდინატორი; 1960–1970წწ. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მედნაწილის ქირურგიული განყოფილების ორდინატორი; 1970–1992წწ. მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის უროლოგიის კათედრის ასისტენტად, დოცენტად; 1992 წლიდან პროფესორი. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომის, ეკუთვნის ერთი გამოგონება, რაციონალიზატორული წინადადება. გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია. არის უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიის უროლოგიის კათედრის პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შარდსადენის დახურული ტრავმული დაზიანებანი საქართველოს სამრეწველო საწარმოთა მუშებში", დაიცვა 1969 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "პიელონეფრიტით დაავადებულთა მკურნალობის ოპტიმიზაციის გზები", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.13

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ა. წულუკიძის სახელობის უროლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

გააზიარე: