The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გენრიხ ალბოროვი

დაბადების თარიღი:11 იანვარი, 1930  (95 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1955 წელს.

1955–1956წწ. იყო პერმის ოლქის ქირურგი; 1956–1958წწ. სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგი; 1958–1960წწ. ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის ინსტიტუტის ტრავმატოლოგი; 1960–1972წწ. ნეიროქირურგი; 1973 წლიდან ხერხემლის განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 60 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება სქოლიოზს, ოსტეოქონდროზს, ხერხემლის ტრავმებს. ვერტებროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ხერხემლის სექტორის ხელმძღვანელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ხერხემლის პირველადი სიმსივნეები", დაიცვა 1970 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.15


გააზიარე: