The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ამაღლობელი

დავით ამაღლობელი
დაბადების თარიღი:8 აგვისტო, 1976  (42 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1998 წელს; ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის(აშშ) ეკონომიკის ფაკულტეტი 2001 წელს.

1998 წელს იყო საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის უფროსი სპეციალისტი; 1999-2001წწ. აშშ-ში სწავლის პარალელურად ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის ასისტენტი; ეკონომიკურ მეცნიერებათა მაგისტრი; 2001 წელს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სამმართველოს უფროსი; 2002-2003წწ. სიღარიბის შემცირებისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის მონეტარული და ფისკალური საკითხების ქვეკომისიის ეროვნულ ექსპერტი; 2004 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს წარმომადგენლობაში ფისკალური ექსპერტია, იმავე წელს ინიშნება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ; 2005-2007წწ. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი; 2007-2009წწ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდი: nbg.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნული ბანკი, პრეზიდენტი (2007-2009)

გააზიარე: