The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ გიგაური

ნოდარ გიგაური
დაბადების თარიღი:30 ივლისი, 1930
გარდაცვ. თარიღი:13 აგვისტო, 2010  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია.

 1958 წლიდან წლიდან მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციაში ხმის რეჟისორად; ავტორია ორი ტელეოპერისა–"გამზრდელისა" და "გაზაფხული ზღაპრისა", მასვე ეკუთვნის საბავშვო ოპერა-რევიუ "გვიხმობენ ზარები"  და ოპერა "გალობანი სინანულისანი";  სიმფონიური პოემა "გზა ვარსკვლავებისაკენ", კამერული სიმფონია "ხევსურული ესკიზები", კონცერტი ფაგოტისა და სიმებიანი ორკესტრისათვის, "ანდანტე სიმებიანი ორკესტრისათვის", ქორალური პოემა სოლისტის, გოგონათა ანსამბლისა და სომფონიური ორკესტრისათვის–"მონატრება ილიასი", საგუნდო ნაწარმოებები, საგალობლები, საესტრადო სიმღერები ("ჩემი საგალობელი", "აპრილი მოდის", "ზღვისფერი გაქვს თვალები", "მე თბილისელი ბიჭი ვარ", "ნუ შეგაშინებს ჩემი ჭაღარა" და სხვა).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 1.–თ., 1997.–გვ.614

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1982-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საკავშირო კონკურსის I ხარისხის დიპლომი(მოსკოვი) , ტელეოპერა "გამზრდელი"

გააზიარე: