The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიზი ამირეჯიბი

გიზი ამირეჯიბი
ოფიციალური სახელი:თენგიზ ამირეჯიბი
დაბადების თარიღი:30 სექტემბერი, 1927
გარდაცვ. თარიღი:9 მარტი, 2013  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 1951 წელს.

1957 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ფორტეპიანოს კათედრის გამგედ; თავისი მოღვაწეობის განმავლობაში კონცერტები გამართა ამერიკის შეერთებულ შტატატებში, კანადაში, გერმანიაში, პოლონეთში, იუგოსლავიასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ქვეყნის დედაქალაქში. იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, პედაგოგი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 196-97. -გვ.19;  წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.156

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • საქართველოს სახალხო არტისტი
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია

გააზიარე: