შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჯაყელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ქ. ლენინგრადის ხალხთა მეგობრობის ინსტიტუტის კულტურულ-საგანმანათლებლო ფაკულტეტი 1991 წელს. 1979-1980წწ. იყო მებოცვრეობის ფერმის მუშა; 1980-1982წწ. სავალდებულო სამხედრო სამსახური; 1982-1983წწ. ტელერადიოცენტრის გამნათებელი; 1983-1989წწ. საქალაქო კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1989-1990წწ. თბილისის საცდელი ქ-ნის "აგრეგატის" უფროსი ინჟინერი, საქარხნო რაისაბჭოს აღმასკომის საბჭოს თავმჯდომარე; 1991-1992წწ. საქართველოს მშვიდობისა და თავისუფლების პარტიის თავმჯდომარის მოადგილე; 1992-1995წწ. შპს "კოლხის" გენერალური დირექტორის მოადგილე; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2002წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, №6 სამგორის საარჩევნო ოლქიდან. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-1999. - გვ. 436; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.424 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |