The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი მანაგაძე

ირაკლი მანაგაძე
დაბადების თარიღი:1967  (57 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით.

1991 წელს ინიშნება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ატაშეს თანამდებობაზე; 1993 წელს  - საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო კომიტეტის მთავარ სპეციალისტად; 1993-1994წწ. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკის განყოფილების წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი და სამდივნოს უფროსია; 1994 წლიდან საქართველოს მინისტრთა კაბინეტის საერთაშორისო საფინანსო და ეკონომიკურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის სამდივნოში - ჯერ სახელმწიფო მრჩევლი, შემდეგ კი წამყვანი სახელმწიფო მრჩევლი; 1994-1996წწ. ვაშინგტონში(აშშ) მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწე; 1996-1998წწ. - მსოფლიო ბანკის მეოთხე ევროპული დეპარტამენტის მუნიციპალური და სოციალური ინფრასტრუქტურის განყოფილების ინსტიტუციონალური სპეციალისტი; 1998-2005წწ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე. ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: www.nbg.gov.ge

 


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნული ბანკი, პრეზიდენტი, ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე (1998-2005)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: