The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიტროპოლიტი გიორგი

მიტროპოლიტი გიორგი
Legal name:გიორგი ღონღაძე
Date of birth:7 July, 1894
Date of death:22 June, 1982  (at 87 years)
Burial location:დიდუბის ტაძარი, თბილისი
Category:Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჩრდილი, ხარაგაულის რაიონი.

გელათის მონასტერში გაიარა მედავითნის კურსები  1913 წელს, სწავლის კურსი დაასრულა თბილისის ფერიცვალების მონასტერში.

1910-1914წწ. მუშაობდა რკინიგზაში ტელეგრაფისტად; 1914 წელს მედავითნედ გაიგზავნა სოფელ გრემისხევში; 1914-1917წწ. იყო სამხერდო სამსახურში; 1918 წელს ხელდასმულ იქნა მთავარ დიაკვნად სოფელ ატოცში; 1924-1949წწ. იყო საერო სამსახურში; 1952-1954წწ. ღვთის მსახურებას ეწეოდა სოფელ ალვანსა და ფშავში; 1955 წლიდან გარდაცვალებამდე იყო თბილისის დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელმსახური, სადაც აყვანილი იქნა დეკანოზის ხარისხში;1974 წლის 13 იანვარს კათოლიკოს-პატრიარქ  დავით VI-ის ლოცვა კურთხევით ხელდასხმულ იქნა მანგლისის ეპისკოპოსად; 1978 წლის 4 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ებოძა მიტროპოლიტის პატივი; 1980 წელს დაინიშნა წილკნის მიტროპოლიტად; 1980 წელს მიენიჭა კუნკულ-ბარტყულაზე ჯვრის და სკუფიაზე-ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება, ასევე მიტრაზე-ჯვრისა და ორი პანაღიის ტარების უფლება.  სასულიერო მოღვაწე, დეკანოზი, მიტროპოლიტი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.30

Awards and Honors

  • 1980 - წმინდა გიორგის ორდენი
  • 1980 - წმინდა ნინოს ორდენი

Share: