The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე გზირიშვილი

ალექსანდრე გზირიშვილი
დაბადების თარიღი:8 თებერვალი, 1902
გარდაცვ. თარიღი:14 სექტემბერი, 1972  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვაქირი, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1928 წელს.

1939-1941წწ. და 1946-1972წწ. განაგებდა ცენტრალურ კლინიკური საავადმყოფოს უროლოგიის განყოფილებას; 1941-1946წწ. ერთ-ერთი ევაკოჰოსპიტლის მთავარი ქირურგი; შემოიღო უროლოგიაში კვლევის ელექტროფიზიოლოგიური მეთოდი, თირკმლის ფუნქციის შესასწავლად გამოიყენა იზოტოპები, სრულყო ზოგიერთი უროლოგიური ქირურგიული ოპერაცია. მისი შრომები ეძღვნება თირკმლის კენჭოვანი დაავადების, საშარდე გზების ტუბერკულოზის, თირკმლის გადანერგვისა და სხვ. საკითხებს. ქირურგი - უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1950).   

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 1.–თ., 1997.–გვ.613; კომპანია "ავერსი": aversi.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სსრ უროლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1966-1972)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: