The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ჯავახიშვილი

ნოდარ ჯავახიშვილი
დაბადების თარიღი:7 ოქტომბერი, 1954  (69 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი, ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით 1977 წელს.

1977 წელს მუშაობას იწყებს სსრკ-ის სახბანკის ქ. რუსთავის განყოფილებაში უფროს ეკონომისტად; 1977-1979წწ. სახბანკის საქართველოს რესპუბლიკურ კანტორაში მძიმე მრეწველობის დაკრედიტების სამმართველოს უფროსი ეკონომისტია, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში - საგეგმო-ეკონომიკური სამმართველოს უფროსი ეკონომისტი; 1980-1983წწ. სახბანკის საქართველოს რესპუბლიკური კანტორის მძიმე მრეწველობის დაკრედიტების სამმართველოს უფროსი; 1983-1985წწ. სახბანკის ქ. რუსთავის განყოფილების მმართველი; 1985-1987წწ. სახბანკის საქართველოს რესპუბლიკურ კანტორაში საგეგმო-ეკონომიკური სამმართველოს უფროსი; 1987-1988წწ. სახბანკის საქართველოს რესპუბლიკური კანტორის ბანკების საქმიანობის კოორდინაციის სამმართველოს უფროსი, ხოლო 1988-1991წწ. სახბანკის საქართველოს რესპუბლიკური კანტორის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე; 1992-1993წწ. ბინსოცბანკის ისნის რაიონის განყოფილების მმართველი; 1993-1998წწ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი; 1998-1999წწ. თიბისი ბანკის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2011-2014წწ. "ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორი; 2014-2015წწ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე; 2015-2-2016წწ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.

წქარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.617

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის უნივერსალური ბირჟა, პრეზიდენტი (1991-1992)
  • საქართველოს ეროვნული ბანკი, პრეზიდენტი (1993-1998)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (1999-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "აღორძინება", წევრი (1999-2004)

გააზიარე: