The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით გვრიტიშვილი

დავით გვრიტიშვილი
დაბადების თარიღი:15 თებერვალი, 1915
გარდაცვ. თარიღი:20 ოქტომბერი, 1969  (54 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი იკოთი, ახალგორის რაიონი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1938 წელს. 1938- I941 წლებში იგი ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის ასპირანტი იყო.

ასპირანტურის დამთავრების შემდეგ დაინიშნა საქართეელოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლად. 1942 წელს დაიცეა საკანდიდატო დისერტაცია და მოხალისედ წავიდა ფრონტზე. 1942-1943წწ. იბრძოდა II მსოფლიო ომში. იყო პოლიტხელი და ბატალიონის კომისარი. სტალინგრადის ბრძოლებში იგი მძიმედ დაიჭრა და 1943 წ. საქართველოში დაბრუნდა. 1943 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტში; 1953 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, 1955 წ. მას მიენიჭა პროფესორის წოდება. 1956-1961წწ. იყო თსუ ისტორიის ფაკულტეტის დეკანი; 1961-1969წწ. საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორი. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა XIII-XVIII სს-ის საქართველოს სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიის შესწავლის საქმეში, გამოიკვლია ქართველი ყმა-გლეხობის, ფეოდალური ქალაქების (თბილისი, გორი), საზოგადოებრივი აზროვნებისა და კულტურის ისტორიის მთელი რიგი საკითხები. მისი სურათი ამშვენებს გმირი ქალაქის დამცველებისადმი მიძღვნილ დიდი მემორიალის კედელს სტალინგრადში. პროფესორი (1957), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1953).

წყარო: საქართველო:ენციკლოპედია: ტ. 1.–თ., 1997.–გვ.613; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 27-28

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: