The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი (მიტროპოლიტი)

გიორგი
ოფიციალური სახელი:გური შალამბერიძე
დაბადების თარიღი:25 თებერვალი, 1940  (85 წლის)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელ ფერსათი, ბაღდათის რაიონი. 

დაამთავრა ლენინგრადის სასულიერო აკადემია 1971 წელს.

1971 წლის 23 ნოემბერს უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ იგი აკურთხა მღვდლად და დანიშნა მცხეთის სასულიერო სემინარიის პედაგოგად; 1971-1974წწ. ღვთისმსახურებას აღასრულებდა თბილისის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიაში; 1974-1978წწ. ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის ეკელსიაში; 1978 წლის 16 მარტს დაინიშნა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორად და სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ; 1980-1988წწ. იყო სიონის საპატრიარქო ტაძრის პროტოპრესვიტერი; 2007 წლის 25 დეკემბერს დადგენილ იქნა ახლადშექმნილი თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიის მმართველად; მამა გიორგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მე-12 საეკლესიო კრების მუშაობაში; 1988 წლის 14 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გამორჩეული იქნა ჭყონდიდელ ეპისკოპოსად; 1992 წლის 21 დეკემბერს ებოძა მთავარეპისკოპოსობა; 2000 წლის 28 ნოემბერს მიტროპოლიტობა; სასულიერო მოვაწე, ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.31

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2007 - წმინდა გიორგის ორდენი

გააზიარე: