შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯერმენ გვიშიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთირთობის ინსტიტუტი 1951 წელს. 1951–1955წწ. წლებში მსახურობდა სამხედრო–სასაზღვრო ძალებში; 1955 წლიდან მუშაობდა სსრკ მინისტრთა საბჭოს ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტში; 1957 წლიდან სახელმწიფო სამეცნიერო ტექნიკურ კომიტეტში; 1962 წლიდან იყო სახელმწიფო საკოორდინაციო სამეცნიერო–კვლევითი მუშაობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1965 წლიდან სსრკ მინისტრთა საბჭოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1976 წლიდან მუშაობდა სსრკ მინისტრთა საბჭოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტისა და სსრკ მეცნიერებათა აკადემიის სისტემური გამოკვლევების სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი(1969). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 1.–თბ., 1997.–გვ.612 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |