The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯერმენ გვიშიანი

ჯერმენ გვიშიანი
დაბადების თარიღი:24 დეკემბერი, 1928
გარდაცვ. თარიღი:2003  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე.

დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთირთობის ინსტიტუტი 1951 წელს.

1951–1955წწ. წლებში მსახურობდა სამხედრო–სასაზღვრო ძალებში; 1955 წლიდან მუშაობდა სსრკ მინისტრთა საბჭოს ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტში; 1957 წლიდან სახელმწიფო სამეცნიერო ტექნიკურ კომიტეტში; 1962 წლიდან იყო სახელმწიფო საკოორდინაციო სამეცნიერო–კვლევითი მუშაობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1965 წლიდან სსრკ მინისტრთა საბჭოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1976 წლიდან მუშაობდა სსრკ მინისტრთა საბჭოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტისა და სსრკ მეცნიერებათა აკადემიის სისტემური გამოკვლევების სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი(1969).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 1.–თბ., 1997.–გვ.612

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1979-)
  • რუსეთის მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1970-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: