The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეონიდე ჯაფარიძე

ლეონიდე ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:22 აპრილი, 1958  (66 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გარდაბანი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააღრიცხვო-ეკონომიკური ფაკულტეტი 1979 წელს.

1979-1980წწ. იყო საქსანსოფლტექნიკის ავტოკოლონის ეკონომისტი, 1980-1983წწ. გარდაბნის რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანების საგეგმო-საფინანსო განყოფილების ეკონომისტი, გამგის მოადგილე; 1983-1987წწ. კომკავშირის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგე, მეორე მდივანი; 1987-1998წწ. კპ გარდაბნის რაიკომის ინსტრუქტორი; 1988-1989წწ. გარდაბნის კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1992-1996წწ. გარდაბნის ქონების მართვის განყოფიელბის უფროსი; 1996-1997წწ. გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1997-1999წწ. გარდაბნის რაიონის გამგეობის თავმჯდომარე; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი N21 გარდაბნის საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. - 1998-1999. - გვ. 434; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 422;  წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.303

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2000-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2001)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია ფრაქცია "ალიანსი ახალი საქართველოსთვის", წევრი (2001-2004)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირის გარდაბნის რაიონული ორგანიზაცია, თავმჯდომარე (1995-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    გარდაბნის რაიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის

გააზიარე: