The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გოგაშვილი

გიორგი გოგაშვილი
დაბადების თარიღი:8 ოქტომბერი, 1960  (63 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, სამხედრო პირი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტი 1982 წელს; მოსკოვის სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმაღლესი სკოლა 1987 წელს; სან–ანტონიოს (აშშ) თავდაცვის უწყების ენების ინსტიტუტი 2002 წელს; ვაშინგტონის ეროვნული თავდაცის უნივერსიტეტი 2003 წელს.

1987-1991წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის დაზვერვის განყოფილებაში; 1992-1996წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების მთავარ სამმართველოში; 1996-1997წწ. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკური სამსახურის წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი; 2002 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი; 2003-2004წწ. საქართველოს ეროვნული აკადემიის რექტორი; 2004 წლიდან არის თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლისა და ევროკავშირის უნივერსიტეტის სტრატეგიული კვლევის ცენტრის ექსპერტი; მინიჭებული აქვს მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დარგში; ბრიგადის გენერალი (2003).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.56; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.267

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - მედალი "საბრძოლო დამსახურებისათვის"
    ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებასა და აღმშენებლობაში შეტანილი პირადი წვლილისათვის

გააზიარე: