Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი გოგაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტი 1982 წელს; მოსკოვის სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმაღლესი სკოლა 1987 წელს; სან–ანტონიოს (აშშ) თავდაცვის უწყების ენების ინსტიტუტი 2002 წელს; ვაშინგტონის ეროვნული თავდაცის უნივერსიტეტი 2003 წელს. 1987-1991წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის დაზვერვის განყოფილებაში; 1992-1996წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების მთავარ სამმართველოში; 1996-1997წწ. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკური სამსახურის წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი; 2002 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი; 2003-2004წწ. საქართველოს ეროვნული აკადემიის რექტორი; 2004 წლიდან არის თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლისა და ევროკავშირის უნივერსიტეტის სტრატეგიული კვლევის ცენტრის ექსპერტი; მინიჭებული აქვს მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დარგში; ბრიგადის გენერალი (2003). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.56; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.267 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |