Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კოხტა ჯაფარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1952 წელს. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტად, დოცენტად, პროფესორად და წლების მანძილზე კითხულობდა სხვადასხვა სალექციო კურსს; 1961 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტში განყოფილების გამგედ, სამეცნიერო დარგში დირექტორის მოადგილედ, ქიმიურ-ოპტიკურ კვლევათა ლაბორატორიის მთავარ მეცნიერ-თანამშრომლად. მკვლევრის მეცნიერული შემოქმედება ასახულია 100-ზე მეტ სტატიაში, ერთ მონოგრაფიასა და 15 საავტორო მოწმობაში; დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში ფიზიკური თუ ორგანული ქიმიის განვითარების საქმეში, განსაკუთრებით ოპტიკურ-ქიმიური კვლევების სფეროში, იმ ახალ მიმართულებებშიც, წარმატებით რომ ვითარდება კიბერნეტიკის ინსტიტუტში; საქართველოში პირველმა დაიწყო ორგანულ ნაერთთა ფოტოქიმიური კვლევა, შექცევადი ფოტოქიმიური პროცესების შესწავლა. ქიმიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1956), ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1973). Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |