The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ანანიაშვილი

ნინო ანანიაშვილი
დაბადების თარიღი:19 მარტი, 1963  (61 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე, მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის აკადემიური ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1981 წელს. 

1981-1988წწ. იყო მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი და პრიმა ბალერინა; მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე მოამზადა და შეასრულა მთავარი პარტიები ბალეტებში: "გედების ტბა", "მძინარე მზეთუნახავი", "ჟიზელი", "რომეო და ჯულიეტა" "რაიმონდა", "დონ კიხოტი", "კორსარი", "მაკნატუნა" , "ბაიადერა", "ოქროს საუკუნე", "სილფიდა", "ფარაონის ასული", "შოპენიანა", "პატარა პრინცი" და სხვა. 1988 წლიდან  გამოდიოდა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე. ის იყო პირველი მოცეკვავე, ანდრის ლიეპასთან ერთად, ყოფილი სსრკ-დან, რომელიც მიიწვიეს ბალანჩინის თეატრში "ნიუ-იორკ სიტი ბალე", სადაც იცეკვა ჯორჯ-ბალანჩინის ბალეტებში "სიმფონია დო მაჟორი", "აპოლო", "რაიმონდა ვარიაციები". იგი ასევე გამოდიოდა ინგლისის სამეფო ბალეტში (კოვენტ-გარდენი), დანიის სამეფო თეატრში. 2004 წლიდან დაინიშნა ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელად; 2017 წელს იაპონიის იმპერატორის პრემია გადაეცა იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურულ ურთიერთობებში ხანგრძლივი და მრავალფეროვანი მოღვაწეობისა და იაპონური საბალეტო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი.-თბ., 1996-97.-გვ.21; sputnik-georgia.comreportiori.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - საფრანგეთის მეფეთა შტოს მემკვიდრის, პრინცესა მარია დე ბურბონის, მიერ დაწესებული საერთაშორისო პრემია "ოქროს ქალღმერთი"
  • 1997 - აშშ-ის ბიოგრაფიული კვლევის ინსტიტუტი, "წლის საუკეთესო ქალბატონის" წოდება
  • 1995 - რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი
  • 1993 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1989 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1986 - ჯექსონის(აშშ) მე-3 საერთაშორისო კონკურსი, გრან-პრი
  • 1985 - მოსკოვის მე-5 საერთაშორისო საბალეტო კონკურსი, ოქროს მედალი
  • 1981 - მოსკოვის მე-4 საერთაშორისო კონკურსი, გრან-პრი
  • 1980 - ვარნას(ბულგარეთი) მე-10 საერთაშორისო კონკურსი, ოქროს მედალი
  • ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
  • ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის პრემია

გააზიარე: