შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ გოგებაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1954 წელს. 1964-1996წწ. მუშაობდა ტუბერკულოზის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში ექსპერტიზის განყოფილების ხელმძღვანელის, კლინიკური და იმუნოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ–მუშაკის, ამავე განყოფილების გამგის, ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობებზე; 1995-2005წწ. იყო პ. შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის იმუნოლოგიისა და ალერგოლოგიის კათედრის გამგე; 1994 წელს მისი ხელმძღვანელობით შემუშავებულ იქნა ტუბერკულოზთან ბრძოლის პროგრამა; მიღებული აქვს მრავალი ჯილდო; იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1984). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.59; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.281 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |