The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ გოგებაშვილი

ნოდარ გოგებაშვილი
დაბადების თარიღი:2 აგვისტო, 1930  (90 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1954 წელს.

1964-1996წწ. მუშაობდა ტუბერკულოზის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში ექსპერტიზის განყოფილების ხელმძღვანელის, კლინიკური და იმუნოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ–მუშაკის, ამავე განყოფილების გამგის, ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობებზე; 1995-2005წწ. იყო პ. შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის იმუნოლოგიისა და ალერგოლოგიის კათედრის გამგე; 1994 წელს მისი ხელმძღვანელობით შემუშავებულ იქნა ტუბერკულოზთან ბრძოლის პროგრამა; მიღებული აქვს მრავალი ჯილდო; იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1984).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.59

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ალერგოლოგთა და იმუნოლოგთა ასოციაცია, საპატიო პრეზიდენტი (2006-)
  • ალერგოლოგთა და იმუნოლოგთა ასოციაცია, თავმჯდომარე (1997-2006)
  • საქართველოს იმუნოლოგთა საზოგადოება, პრეზიდენტი (1984-)
  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1994-)
  • სსრკ სამედიცინო აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული იმუნოლოგიის სამეცნიერო საბჭო, წევრი (1983-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
  • 1994 - ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახელობის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: