The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თედო ჯაფარიძე

თედო ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:18 სექტემბერი, 1946  (77 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, თანამდებობის პირი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენის სპეციალობით 1971 წელს.

1972-1974წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზეპირი მეტყველების ლაბორატორიის ლაბორანტი; 1977-1989წწ. საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აშშ-სა და კანადის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 1989-1990წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იუნესკოს საქმეთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე;  1990-1991წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ანალიზისა და ინფორმაციის სამმართველოს უფროსი; 1991-1991წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ანალიზისა და პროგნოზირების სამმართველოს უფროსი; 1991-1992წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 1992-1992წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; 1992-1994წწ. საქართველოს ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე; 1994-2002წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში; 2003-2003წწ. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის თანაშემწე უშიშროების საკითხებში; 2003-2004წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით2016 წლიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგარეო ურთიერთობების საკითხებში მრჩევლი. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი; მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ გვერდი: parliament.geსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდი: mfa.gov.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.422; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.196

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი (2014-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ძირითადი შემადგენლობა, საპარლამენტო დელეგაციის წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2012-2916)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2018 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

გააზიარე: