შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ალექსიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს. 1949–1950წწ. მუშაობდა თვალის რესპუბლიკურ საავადმყოფოში; 1950–1956წწ. გელმგოლცის სახელობის თვალის სნეულებათა ინსტიტუტში ; 1956 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თანამშრომელი. ავტორია 121 სამეცნიერო ნაშრომის თვალშიგა წნევის რეგულაციის საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია; 3 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელია. ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მწვანე სინათლის გავლენა თვალშიგა წნევაზე", დაიცვა 1956 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "სისხლის წნევის და თვალშიდა წნევის ურთიერთდამოკიდებულება", დაიცვა 1964 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.15
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |