შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანანა ალოევა![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს. 1971–1972წწ. ინტერნატურა გაიარა ქუთაისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში; 1972–1973წწ. იყო წყალტუბოს სანატორიუმ "რიონის" განყოფილების გამგე; 1973–1975წწ. სანატორიუმ "იმერეთის" მთავარი ექიმის მოადგილე სამედიცინო დარგში; 1975 წლიდან მუშაობს ნევროლოგიის ინსტიტუტში უმცროს, 1988 წლიდან უფროს მეცნიერ–თანამშრომლად. ავტორია 52 სამეცნიერო ნაშრომის ეპილეპტოლოგიის, ნეიროტრავმატოლოგიის, კოაგულოლოგიის პრობლემებზე. გამოქვეყნებული აქვს მეთოდური რეკომენდაციები და მონოგრაფია რუსულ ენაზე. ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თრომბოჰემორაგიული სინდრომი ქალატვინის დახურული ტრავმის დროს", დაიცვა 1988 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.15 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |