The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა ალოევა

მანანა ალოევა
დაბადების თარიღი:19 იანვარი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს.

1971–1972წწ. ინტერნატურა გაიარა ქუთაისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში; 1972–1973წწ. იყო წყალტუბოს სანატორიუმ "რიონის" განყოფილების გამგე; 1973–1975წწ. სანატორიუმ "იმერეთის" მთავარი ექიმის მოადგილე სამედიცინო დარგში; 1975 წლიდან მუშაობს ნევროლოგიის ინსტიტუტში უმცროს, 1988 წლიდან უფროს მეცნიერ–თანამშრომლად. ავტორია 52 სამეცნიერო ნაშრომის ეპილეპტოლოგიის, ნეიროტრავმატოლოგიის, კოაგულოლოგიის პრობლემებზე. გამოქვეყნებული აქვს მეთოდური რეკომენდაციები და მონოგრაფია რუსულ ენაზე. ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თრომბოჰემორაგიული სინდრომი ქალატვინის დახურული ტრავმის დროს", დაიცვა 1988 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.15

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის ნევროლოგთა საზოგადოება, წევრი
  • ევროპული მიკროცირკულაციის საზოგადოება, წევრი
  • კლინიკური ჰემორგოლოგიის საზოგადოება, წევრი
  • მსოფლიო ნევროლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს მიკროცირკულაციის საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ნევროლოგთა საზოგადოება, წევრი

გააზიარე: